"უკუსვლა მოხდა სფეროში, რომელსაც ეხება სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები... ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც EU-ში გაწევრიანებისთვის ისწრაფვის", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საუბრობს.
"ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ეხება ყველაზე მნიშვნელოვანი თავი სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები. ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ისწრაფვის." - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.