ესპანეთში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. სამშაბათს, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, ამ დრომდე, სულ მცირე 95 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ვალენსიაში სულ მცირე 92 გარდაცვალება დაფიქსირდა, კიდევ ორი ასტილა-ლა მანჩაში ვალენსიის დასავლეთით და ერთი მალაგაში.

გუშინ, 30 ოქტომბერს ესპანეთმა სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად 1000-ზე მეტი ჯარისკაცი ჩართო, თუმცა დატბორილი გზებისა და ჩამოგდებული საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზების გამო, ბევრი ეკიპაჟი ქალაქებს მოწყვეტილია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი