პროტესტი ქუთაისში - გინეკოლოგებს სამშობიარო სახლის კოვიდ მიმღებ ცენტრად გადაკეთება არ სურთ

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ახლა იწყებს ქუთაისში ახალი კოვიდ მიმღები ცენტრის მოწყობას.

გეგმაშია ქუთაისის მე-3 სამშობიარო სახლის ცხელების ცენტრად გადაკეთება რასაც მედ პერსონალის მწვავე რეაქცია მოყვა. მედიკოსები ამბობენ, რომ მეან გინეკოლოგები უმუშევრად რჩებიან და უწევთ უკვე ჩანიშნული საკეისრო კვეთები გააუქმონ. 

პროტესტს სამინისტრო პასუხობს და პირდებიან, რომ ექიმებს ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ, ხოლო ექთნებს კოვიდ მიმღებად გადაკეთებულ საავადმყოფოში დაასაქმებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი