შვედეთის პრემიერი მადანაშაულებს საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში...ვაშინგტონმა დაავალა | ორბანი

გამოქვეყნდა:

"შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი მადანაშაულებს საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში. მას აშკარად ვაშინგტონმა დაავალა ასე გაეკეთებინა. რა სამწუხაროა…" - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტთან დაკავშირებით, შვედეთის პრემიერმინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ორბანი შვედეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების სახელით არ საუბრობდა, თუმცა "შესაძლოა საუბრობს რუსეთის სახელით".

ამის შემდეგ ოფიციალურმა ბუდაპეშტმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი