საქართველოში დანიის ელჩი ანნე ტოფტ სორენსენი X-ზე წერს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა.
"ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა. ასე მარტივად არის საქმე”, - წერს სორენსენი.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროკომისიის გუშინდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, რომ, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროგრესირებს ევროინტეგრაციის გზაზე.
ამის შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საპასუხო განცხადებებს ავრცელებენ:
საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს.