"საქართველოს ჰქონდა ხარვეზიანი არჩევნები, რომლის შედეგიც, სავარაუდოდ, არ ასახავს ხალხის ნებას", - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ზე წერს და Politico-ს სტატიას აზიარებს.
"იმაზე, თუ რატომ უნდა მივიღოთ სერიოზულად "ქართული ოცნების" მიერ ქართული დემოკრატიის დივერსია და მზარდი ავტორიტარული პოლიტიკა", - ასე აღწერს კომისია სტატიის შინაარსს.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გავლენიანი გამოცემა Politico საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ გამოვლენილი ფაქტები უაღრესად დახვეწილ მასიურ მანიპულირებაზე მეტყველებს.