მასშტაბური დარღვევები 26 ოქტომბრის არჩევნებზე | რა წერია ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნაში

გამოქვეყნდა:

რას წერს ეუთო-ოდირი არჩევნებზე მომზადებულ წინასწარ დასკვნაში - 22-გვერდიან დოკუმენტში ყველაზე დიდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დეტალურად აღწერს, როგორ პირობებში უწევდათ მოქალაქეებს 26 ოქტომბერს ხმის მიცემა.  

"დიდი ძმა გიყურებს" - სწორედ ამ ფრაზით შეაფასა ეუთო-ოდირის წარმომადგენელმა პრესკონფერენციისას საარჩევნო უბანზე კამერების არსებობა. ყველაზე დიდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია შუალედურ დასკვნაში მიუთითებს ამომრჩევლის დაშინების, მოსყოდვისა და მუქარის შესაძლებლობაზეც.

მსოფლიოს 42 ქვეყნიდან 529 დამკვირვებლით დაკომპლექტებული ყველაზე დიდი საერთაშორისო მისია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს, ისევე როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს აქტიურად აკვირდებოდა. ევროპელი ლიდერების ყველა განცხადება სწორედ ეუთო-ოდირის შუალედურ შეფასებას ციტირებს, რის მიხედვითაც 26 ოქტომბრის არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი