ცესკო ადასტურებს, რომ რუს პროპაგანდისტს ალექსანდრ მალკევიჩს მათ მიერ გაცემული მედიააკრედიტაცია ჰქონდა

გამოქვეყნდა:

სანქცირებულ რუს პროპაგანდისტს ალექსანდრ მალკევიჩს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონიც აქვს დარღვეული, ცესკოს მიერ გაცემული მედიააკრედიტაცია ჰქონდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავარ არხს ცესკოში დაუდასტურეს. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას მედიააკრედიტაცია მიეცა, როგორც NTV-ს წარმომადგენელს.

როგორ აიღო ორი ქვეყნის მიერ ძებნილმა პირმა მედიააკრედიტაცია და რატომ არ მოხდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისი გადამოწმება ამ ეტაპზე უცნობია. მთავარი არხი ამ კითხვებზე პასუხს შესაბამისი უწყებებიდან ელოდება.

ცესკოს მიერ გაცემული მედიაკრედიტაციების ნუსხაში აღნიშნულია, რომ აკრედიტაცია გაცემულია NTV-ს 5 თანამშრომელზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი