ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკო-ს არ აქვს წვდომა პირის სამართლებრივ სტატუსზე | საარჩევნო ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელ ალექსანდრ მალკევიჩზე  აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკო-ს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკო-ს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე და ეს არ განეკუთვნება მისი უფლებამოსილების ფარგლებს." - განაცხადა იოსელიანმა.

ცესკოს პრესსპიკერმა ასევე უარყო რაიმე კავშირი ალექსანდრ მალკევიჩსა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის:

"ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არასოდეს უსწავლია რუსეთში და ამასთანავე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში," - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ ონლაინ სივრცეში ვრცელდება ფალსიფიცირებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს, საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს. ნათია იოსელიანის თქმით, ასეთი დოკუმენტი არ არსებობს  და საარჩევნო ადმინისტრაციას აღნიშნულ კომპანიასთან და მათ შორის, არცერთ სხვა კომპანიასთან ხელშეკრულებაში მითითებულ შესყიდვის საგანთან დაკავშირებით არასოდეს უთანამშრომლია.

 

იხილეთ ასევე
როგორ შემოვიდა ოკუპაციის კანონის დამრღვევი ალექსანდრ მალკევიჩი ქვეყანაში, უცნობია - შსს და სუს-ი დუმს

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი