არჩევნების გაყალბების რუსული სქემა მოლდოვაში | დაკავებულია რამდენიმე პირი

გამოქვეყნდა:

მოლდოვის პოლიციამ და პროკურატურამ ამომრჩეველთა მოსყიდვისა და პარტიების უკანონო დაფინანსების რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში,  რამდენიმე პირი დააკავა. მასშტაბური ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო კონტრაქტები რუსულ ორგანიზაცია "ევრაზიასთან", სოლიდური თანხები და ეჭვმიტანილების სმარტფონები რუსული აპლიკაციით, რომლის მეშვეობითაც სქემის მონაწილეებს ფული ერიცხებოდათ.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მოლდოვის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხოლოდ ოქტომბერში, არჩევნებსა და რეფერენდუმში ამომრჩევლების მოსასყიდად რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 ნოემბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი