ქართველი ხალხის ხმების დასაცავად და გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად დღეს რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. მიტაცებული ხმების დასაბრუნებლად მოქალაქეები, ოპოზიციური გაერთიანებები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები ერთიანდებიან და უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებენ. ისინი, ვინც გაყალბებულ და მიტაცებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, ოლიგარქ ივანიშვილის გუნდს მოუწოდებენ, გააუქმოს 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
დაორგანიზებულ აქციას უერთდებიან ახალგაზრდები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.