ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს, გაგზავნილ მიმართვაში, "წარმატებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება" და "ქართულ ოცნებას" გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.
"მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვება.
იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.
უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს," - წერია მილოცვაში.
ცნობისთვის, "ქართულ ოცნებას" უნგრეთმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა, ვენესუელამ და ჩინეთმა მიულოცეს.