საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით სპორტის სასახლესთან მივიდნენ

გამოქვეყნდა:

თბილისში, სამი ოპოზიციური გაერთიანების, "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოსა" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარში გრძელდება. აქციის მონაწილეები მსვლელობით სპორტის სასახლესთან მივიდნენ.

მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. მანამდე ისინი დღეს სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები უნდა განეხილათ, თუმცა სხდომა სხვალამდე გადაიდო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი