თბილისში საპროტესტო მსვლელობა სპორტის სასახლესთან დასრულდა - აქცია ხვალ, 11:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან განახლდება.
სპორტის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს პროევროპული ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერებმა მიმართეს და მათ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.
მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. დღეს ისინი სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები უნდა განეხილათ, თუმცა სხდომა სხვალამდე გადაიდო. მოგვიანებით კი თბილისის ქუჩებში მსვლელობა გამართეს.