ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად | ცესკოს პრესსპიკერის პასუხი ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი საუბრობს და უწყების ოპოზიციონერ წევრებს პასუხობს, რომლებმაც კალანდარიშვილს სხდომის სასწრაფოდ ჩატარება და არჩევნების არჩატარებულად გამოცხადება მოსთხოვეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად. მიმდინარეობს, როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოებში საჩივრების განხილვის პროცესი და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, ამის შემდეგ ჩაინიშნება სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. თქვენ იცით, რომ სასამართლოში საჩივრების განხილვის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და ამის შემდეგ იქნება შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურები და ბოლოს იქნება უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რითიც შეჯამდება პარლამენტის არჩევნები, - ამბობს იოსელიანი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი