"მთავარი არხის" ინფორმაციით, მოპოვებულ აუდიო ჩანაწერში, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენები "გოგა" ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილია. ის 4 წლის წინ, 2020 წლის არჩევნებზეც იკავებდა თანამდებობას.
"მთავარი არხი" გიორგი ჯავახიშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს. მისი ქონება, დეკლარაციის თანახმად, 2019, 2020 და 2021 წლებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ჩანაწერში ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის საუბრისას გიორგი ჯავახიშვილის ხსენებას უარყოფს და თავად ჩანაწერის ავთენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ჩანაწერის რეალურობას უარყოფენ "ქართულ ოცნებაში".