"მთის ამბების" რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა, უკანონოდ დაკავების საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა - ინფორმაციას "მთის ამბები" ავრცელებს და წერს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეს ნომერი მიანიჭა და განმცხადებელს აცნობა, რომ საჩივარს შესაძლებლობისთანავე განიხილავს.

მათივე ინფორმაციით, მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევას ედავება. საქმე ეხება 2024 წლის 23 იანვარს ჟურნალისტის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას.

შეგახსენებთ, რომ გელა მთივლიშვილი კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს დააკავეს, ის დაკავებული დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იყო. 31 იანვარს კი ის თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. 

ჟურნალისტს სამართლებრივ დახმარებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უწევს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი