საარჩევნო ბიულეტენები და ხმის მიცემის აპარატი სასამართლოში | ექსპერიმენტი და საქმის არსებითი განხილვა სააპელაციოში

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის შესახებ ექსპერიმენტი მიმდინარეობს - დაადგენს თუ არა სასამართლო არჩევანის ფარულობის დარღვევას, ეს სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. 

ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები შენობასთან მოსამართლის ვერდიქტს მოელიან, სხდომაზე კი მტკიცებულებების განხილვა მიმდინარეობს. იმოქმედებენ თუ არა სააპელაციო სასამართლო იმავე სქემით, რომელიც ვლადიმერ ხუჭუამ გამოიყენა და რა შედეგებს აჩვენებს ექსპერიმენტი, ეს სულ მალე გახდება ცნობილი. ამ დროისთვის, სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში უკვე საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი