დიდმა ბრიტანეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ექსპრეზიდენტი", ანატოლი ბიბილოვი დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

დიდმა ბრიტანეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ყოფილ პრეზიდენტს", ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა. როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ბიბილოვი დასანქცირებულია უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისთვის. 

"ბიბილოვი მონაწილეობს ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, რაც ძირს უთხრის, ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია დოკუმენტში დასაბუთებაში.

ცნობისთვის, ბიბილოვი ამჟამად დონბასში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი