საბა ბუაძე გაყალბებული არჩევნების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წევრი საბა ბუაძე გაყალბებული არჩევნების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"ჩემი განწყობის გალამაზებაზე დილიდან იზრუნა ჩვენი სპეტაკი პროკურატურის წარმომადგენელმა, რომელმაც არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დამიბარა.

ამ "პატიოსან" მკერავ-პროკურორთა სახლში მისვლას ცხადია არ ვაპირებ და ველოდები დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე.

ამასობაში ვინმემ თუ მოისმინეთ პროკურატურისგან რა ნაბიჯები გადაიდგა არჩევნების დღეს დადასტურებულ დანაშაულებრივ შემთხვევებზე?" - წერს საბა ბუაძე.

შეგახსენებთ, გაყალბებული არჩევნების საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოჰკითხეს ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის კოალიცია ცვლილების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი