"დაავალე მიშას" ფარგლებში სტატისტიკის შენობაში შესახლებულები ქობულეთის მოსახლეობა ფართების დაკანონებას ითხოვს.
მათი თქმით, გაუსაძლის პირობებში ისინი დაახლოებით 9 წელია ცხოვრობენ. ამჟამად ყოფილი სტატისტიკის შენობა გაყიდულია ქართული ოცნების დეპუტატზე და იქ მცხოვრებ პირებს გამოსახლება ელოდებათ.
ფართის დაკანონიების მიზნით მაცხოვრებლებმა არაერთხელ გამართეს ხმაურიანი აქციები ქობულეთის მერიის შენობასთან, ერთ-ერთმა მათგანმა ბენზინიც კი გადაისხა, თუმცა ამ დრომდე პრობლემა მოუგვარებელი რჩება. დახმარებას ისინი ახლა პრემიერმინისტრობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს სთხოეენ, და, ამასთან, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაც უნდათ.
შეგახსენებთ, კამპანია "დაავალე მიშას" ფარგლებში ფოთელები ინფრასტრუქტურლი პროექტების აღდგენას ითხოვენ. თუმცა ფოთი არაა ერთადერთი გამოწვევებით. რეგიონში პენსიის სიმცირე, ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა, სხვა რეგიონების მსგავსად, მოსახლეობის მთავარი საფიქრალია.
პენსიების ზრდა და ნეპოტიზმის აღმოფხვრა არის მორიგი დავალებები, რომლებიც რუსთაველებისგან "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატმა მიიღო.
რაც შეეხება კახეთის მოსახლეობას, მათ ყურძნის ფასის მატება და ინფასტუქტურული პრობლემების მოგვარება უნდათ.