
ხულოს მერიის განცხადებით, მათ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა თვითიზოლაციაში გადავიდა და ტესტირება ჩაუტარდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასული იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან. ხულოს მერია განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 სექტემბერს აჭარაში კორონავირუსის 165 შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება ქვეყანას, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.