საბერძნეთში ქართველები დააკავეს | ერთ-ერთმა პოლიციელს ტუჩზე უკბინა

გამოქვეყნდა:

სალონიკში, დააკავეს ქართველი, რომელსაც ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და ირკვევა, რომ დაკავებულმა, რომელიც სავარაუდოდ, C ჰეპატიტითაა ინფიცირებული, სამართალდამცველს უკბინა. 

მედიის ცნობით, 49 წლის კაცი პოლიციელებმა შემოწმების მიზნით ქუჩაში გააჩერეს, რის შემდეგაც მან გაქცევა სცადა, დაკავებისა და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი, ლიფტში პოლიციელს ტუჩზე უკბინა. სხვა დეტალები უცნობია. 

კიდევ ერთი ქართველი კი სალონიკში 8 ნოემბერს, ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 47 წლის კაცმა კალამარიას რაიონში, ბინიდან, ბერძენ თანამზრახველთან ერთად ძვირფასეულობა, ალკოჰოლური სასმელები და ფეხსაცმელები გაიტანა. 

როგორც ირკვევა ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა. 

პოლიციის განცხადებით, დამნაშავემ ბინის კარი სპეციალური ხელსაწყოთი გატეხა. პოლიციამ მოპარული ნივთები მეპატრონეს დაუბრუნა. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი