ფურცხვანიძე ქვეყნის დატოვებას აპირებს, მას 6 წალმდე პატიმრობა ემუქრება - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის ბრალდებით დღეს, 25 სექტემბერს ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, დავით ფურცხვანიძე დააკავა. 

ცოტა ხნის წინ პროკურატურაში საქმესთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. პრკურორის თქმით, ფურცვანიძეს უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთები, უცხოურ ბანკში გახნილი აქვს ანგარიშები და ქვეყნის დატოვებას გეგმავს. 

გამოძიებისთვის ცნობილია, რომ იგი აპირებს ქვეყნის დატოვებას და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი, ასევე საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში გააჩნია ანგარიში, რომელზეც სისტემატიურად ახდენს სხვადასხვა თანხების აკუმულირებას, რაც ბრალდების მხარეს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დ.ფ. აპირებს ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, რის გამოც ბრალდების მხარე იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე, - ამბობს პროკურორი.

გამოძიების ინფორმაციით, ფურცხვანიძემ ე.წ. სატელიტის ფოტოების დამუშავება გაყალბების მიზნით საკუთარ შვილს სთხოვა, უკვე ფალსიფიცირებული სურათები კი ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს გაუგზავნა. 

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუ სხვა პირების ბრალეულობა გამოიკვეთა მათ მიმართ შესაბამისი მოქმედებები განხორციელდება.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია.  ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს  ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმე დიდი საერთაშორისო აფიორის ნაწილია და ის "შორს შეტოპვის" გამო მოიშორეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი