26 ოქტომბრის არჩევნების დამკვირვებლები ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდნენ - ყოფილი სახალხო დამცველი და პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს შეხვედრიდან, სადაც დასავლელმა პარტნიორებმა არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს საარჩევნო დღესთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
რამდენი თქვენგანი შეესწრო მარკირების წესის დარღვევას; რამდენ თქვენგანს შეუზღუდეს დაკვირვება; რამდენ თქვენგანს მიაყენეს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა; რამდენმა თქვენგანმა ნახა უბნებთან მობილიზებული ადამიანები სიებით, - დამკვირვებლებს ეს შეკითხვები დაუსვეს. მათ პასუხი ხელის აწევით უნდა დაეფიქსირებინათ და თითქმის ყველა შემთხვევაში, შეხვედრაზე მყოფთა უმეტესობა აფიქსირებდა, რომ 26 ოქტომბერს, მსგავს ფაქტს შეესწრნენ ან საკუთარ თავზე გამოცადეს.
დღესვე, დამკვირვებლებმა ევროპელ პოლიტიკოსებს 26 ოქტომბრის არჩევნების ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები წარუდგინეს.
დღის ბოლოს რვა ქვეყნის ევროპარლამენტარი ყბადაღებული არჩევნების დამკვირვებლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეგვხვდა. შესაძლებლობა გვქონდა მოგვეთხრო ყველაფერი, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ და გამოვცადეთ. გვესაუბრა უსამართლობაზე, უკანონობაზე, მაგრამ ამასთან დაგვემტკიცებინა ქართველი ხალხის ბრძოლის ჟინი, შეუპოვრობა, სიმამაცე, მაგრამ იმის უფლებაც მივეცით საკუთარ თავს, რომ გავბრაზებულიყავით და მოგვეთხოვა! მოგვეთხოვა მეტი მხარდაჭერა, სანქციები და არჩევნების არაღიარება! ეს ყველაფერი კი ლაშა ბუღაძემ თავისი ჩვეული ოსტატობით, შეკრა, ჩამოაყალიბა და გამოთქვა!, - წერს გვანცა ჯობავა სოციალურ ქსელში.
ფოტო: ნინო დოლიძე