უფლებამოსილების ცნობამდე, რეგისტრაციის გაუქმებას კანონი არ ითვალისწინებს - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი სანტურიანი საუბრობს და "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის" გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და ცესკოს მიმართავენ, რომ პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობა არ გასცეს.
“მოქმედი კანონმდებლობა, ახალდარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე, პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის შემთხვევაში, ასევე პირადი განცხადებების შემთხვევაში. სხვაგვარი რეგულირება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული არ არის”, - ამბობს სანტურიანი.
იხილეთ ასევე: