საქართველოს შესახებ დებატები ევროპარლამენტში | ევროდეპუტატები რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან

გამოქვეყნდა:

ევროპის საკანონდებლო ორგანოს დეპუტატების უმრავლესობა ოლიგარქიული კლანის მიერ მიტაცებულ არჩევნებს არ აღიარებს. ხისტი პოლიტიკური განცხადი ბრიუსელში მას შემდეგ გაკეთდა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე ევროპარლამენტარებმა კოლეგა დეპუტატების ანგარიში მოისმინეს იმ ტოტალური გაყალბების შესახებ, რომელიც დასავლელი პოლიტიკოსების თვალწინ მოხდა. 

უკიდურესად კრიტიული დებატების დროს ივანიშვილის გუნდმა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან მწვავე გზავნილები მიიღო. ბრიუსელში ახლა განიხილავენ, როგორ უპასუხებს ევროკავშირი ივანიშვილის პოლიტიკური კლანის თავდასხმას ქართველი ხალხის არჩევანსა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე. განიხილება სხვადასხვა გზა, მათ შორის კვლავ დღის წესრიგშია უვიზო მიმოსვლის შეჩერება და სანქციები "ქართული ოცნების" მაღალი რანგის პირებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპელი დეპუტატები რეზოლუციის მისაღებადაც ემზადებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი