მოსკოვის სასამართლომ დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

"ფორმულას" დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს  რუსეთში დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს. რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილზე, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. ამასთან მოსკოვის სასამართლომ ის "დაუსწრებლად დააპატიმრა". რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი კეზერაშვილს თაღლითობას ედავება.

"დავით შოთას ძე კეზერაშვილი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში, მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით.

კეზერაშვილის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს და ის კანონიერ ძალაში შევიდა. ბრალდებულის მიმართ შსს-ს ძებნის ბარათში მითითებულია, რომ ის ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული და მასზე ძებნა ხელახლა გამოცხადდა." - ნათქვამია რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2016 წელს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტირკინმა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმს აღძრა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდს ეხება. კერძოდ, თავდაცვის მაშინდელ მინისტრს კრემლი სამხედრო დანაშაულს ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი