გუშინ საპროტესტო მსვლელობისას დაკავებული 3 პირი ამ დრომდე დიღმის იზოლატორში რჩება

გამოქვეყნდა:

გუშინ აღმაშენებლის ხეივანში საპროტესტო მსვლელობისას დაკავებული 3 პირი ამ დრომდე დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს რეჟისორ გიორგი ლიფონავას, ვანო გომურაშვილსა და ბექა კახიძეს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.

ადვოკატის ინფორმაციით მათ დაკავებისას სამართალდამცველებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. პოლიციამ სამივე მათგანი ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ მსვლელობისას დააკავა, მაშინ როდესაც აქციის მონაწილეები აღმაშენებლის ხეივანზე საავტომობილო ზოლის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი