"მთავარია ვიყოთ მტკიცედ - ვერანაირი ძალა, ვერანაირი რობოკოპი და წყლის ჭავლი, ჩვენს ნებას, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფოს მოქალაქეები, ვერ ჩაახშობს!" | ნიკა მელიას მიმართვა

გამოქვეყნდა:

"მთავარია ვიყოთ მტკიცედ - ვერანაირი ძალა, ვერანაირი რობოკოპი და წყლის ჭავლი, ჩვენს ნებას, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფოს მოქალაქეები, ვერ ჩაახშობს!", - ასე მიმართა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე უწყვეტი აქციის მონაწილეებს.

"ეს მოჯადოებული წრე, რუსული ოლიგარქის ეს ჯებირები, მის მიერ აღმართული, აუცილებლად ერთობით, სიმტკიცით და ისტორიის წინაშე მყოფი მართალი ადამიანების დიდი ძალისხმევით გაირღვევა. დიდი მიზნები დიდი ძალისხმევის გარეშე არ მიიღწევა და ჩვენ ამ დიდი მიზნების მიღწევის გზაზე ვართ, ვდგავართ და დღევანდელი დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასეთი დღეა. ამიტომ წარმატებები და გამარჯვება და გამარჯობა მთელ საქართველოს. დილა მშვიდობისა, საქართველო" - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ოპოზიციონერმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უწყვეტი აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ საპოლიციო ძალების მობილიზების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მან შსს-საც მიმართა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი