ენმ-ს ამომრჩეველს ვერ მოვუწოდებ ხმა მისცენ - სალომე სამადაშვილი ზურა ჯაფარიძეზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პარტიის ამომრჩევლებს ვერ მოუწოდებს იმისკენ, რომ "გირჩის" ლიდერს და დიდუბის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატს, ზურა ჯაფარიძეს ხმა მისცენ. ამის მიზეზად ის ჯაფარიძის აზრს ასახელებს, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმები.

სამწუხაროა, რომ არსებობენ კანდიდატები, რომელთა დღის წესრიგი ენმ-ს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა-მიშას გაკავება, მათივე სიტყვებით. ეს არის ბოდვა ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზე და მარცხის ფორმულა. ცხადია, რომ მსგავსი მიდგომით ბატონი ჯაფარიძე ზრდის ცეკას ინსტრუქტორი ვოლსკის შანსს, გაიმარჯვოს, რაც, საშინლად გულდასაწყვეტია. მინდა, ბატონმა ჯაფარიძემ მოიგოს. ენმ-ს ამომრჩეველს, ვერ მოვუწოდებ ხმა მისცეს რომელიმე კანდიდატს, ვინც მათ ეუბნება რომ მათი ხმა არ სჭირდება. სიმართლე უფრო მნიშვნელოვანიო ამბობს, - წერს სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსისგან იმის თქმა, რომ ხმები არ აინტერესებს უცნაური განაცხადია და მაშინ ზურა ჯაფარიძე "სოციალური კომენტატორი" გამოდის და არა პოლიტიკოსი. მისივე თქმით, ჯაფარიძეზე არ უნდა ეთქვა, რომ "პოლის ჯოხიც" მეტ ხმას აიღებს.

შეგახსენებთ, რომ სამადაშვილმა გუშინ, 25 სექტემბერს ჯაფარიძეს მოუწოდა ენმ-ს ამომრჩეველთან მისი პოზიცია განმარტოს და თქვა, რომ ბოდიში მოიხადოს. მანამდე კი ზურა ჯაფარიძემ "TV პირველის" ეთერში აღნიშნა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის ხმები".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი