პრეზიდენტის სარჩელი შემოსულია, 30 დეპუტატის ჯერ არა | მერაბ ტურავა

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა აცხადებს რომ დეპუტატების სარჩელი არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით, ჯერ არ შესულა:

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, ხოლო საქართველოს პარლამენტის წევრების (30 დეპუტატი) სარჩელი ჯერ არ არის შემოსული. გვაცნობეს, რომ სარჩელი ჩაბარდა საქართველოს ფოსტას თბილისში და ველოდებით." განუცხადა ტურავამ "მთავარ არხს" წერილობით.

დიდი ალბათობით საკონსტიტუციო სწორედ დეპუტატების სარჩელის შესვლას ელოდება იმისთვის, რომ პრეზიდენტის სარჩელთან გააერთიანოს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში.

პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.

პარალელურად, ანალოგიური შინაარსის სარჩელით საკონსტიტუციოს 30-მა დეპუტატმაც მიმართა.   

მცირე კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციოს მოსამართლე ევა გოცირიძემაც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი