საქართველოში არჩევნების შემსწავლელი მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა | ევროკომისიის სპიკერი

გამოქვეყნდა:

საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განუცხადა.

როგორც მან გამოცემას წერილობით აცნობა: "საამისოდ მზადება მიმდინარეობს. მისიის შესახებ უფრო მეტი დეტალი შესაფერის დროს გახდება ცნობილი".

გარდა ამისა, პეტერ სტანოს თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაშე მოხსენებით წარდგება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რომელიც შეაფასებს, "როგორ უპასუხეს საჩივრებს საარჩევნო დარღვევებზე".

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი