ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 6 საათიანი გამოკითხვის შემდეგ პროკურატურა ისე დატოვა, რომ მედიასთან არ გამოჩენილა. ის ამ ფორმით, სავარაუდოდ, არასასურველ კითხვებს გაექცა, რადგან კალანდარიშვილს უწყებასთან ამჯერად კრიტიკული მედიაც ელოდებოდა.
ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარე საგამოძიებო უწყებაში დღეს დილით, დაახლოებით 12 საათისთვის ისე მივიდა, რომ ამის შესახებ მხოლოდ სამთავრობო მედია იყო ინფორმირებული.
კალანდარიშვილი უწყებაში ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რომელსაც პროკურატურა "არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს" უწოდებს.