გიორგი კალანდარიშვილის გამოკითხვაზე კრიტიკულ მედიას ინფორმაცია არ მიაწოდეს, შესაბამისად, გენერალურ პროკურატურაში მისვლისას ცესკოს თავმჯდომარეს მხოლოდ სამთავრობო მედია დახვდა. კალანდარიშვილი დაახლოებით 3 საათია გენპროკურატურაშია და სავარაუდოდ გამომძიებლის შეკითხვებს პასუხობს.
აღსანიშნავია, რომ კალანდარიშვილი უწყებაში ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რომელსაც პროკურატურა "არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს" უწოდებს.
კალანდარიშვილის გარდა, ამ წუთებში გამოკითხვაზე პროკურატურაში ეკა ბესელია იმყოფება. მან გაყალბების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია მიიტანა.