Post Factum-თან აღიარებითი ინტერვიუს შემდეგ, "ოცნების" გაყალბებულ არჩევნებში მონაწილე გოჩა ჩალაურმა, დასახელებული გამყალბებლების მხრიდან მის მიმართ ანგარიშსწორების დიდი საფრთხის გამო, ქვეყანა დატოვა და სამკურნალოდ ევროპაში წავიდა. მძიმედ ავადმყოფი პაციენტი, რომელიც საქართველოში ანტიევროპული სპეცოპერაციის იარაღად გამოიყენეს, ახლა საკუთარი შერყეული ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად ახლა სწორედ ევროპაში ცდილობს. 

შეგახსენებთ, რომ გოჩა ჩალაურმა "მთავარი არხის" ეთერში ვრცლად ისაუბრა "ოცნების" გაყალბების სქემაზე და თქვა, რომ ე.წ. კარუსელებში უშუალოდ მონაწილეობდა. 26 ოქტომბერს მან ხმა 30-მდე უბანზე მისცა. 

სანაცვლოდ, ოლიგარქის გუნდი ფინანსურ დახმარებას და მკურნალობის ხარჯების დაფარვას დაპირდა, თუმცა, მისთვის ეს დაპირება არავის შეუსრულებია. ამბობს, რომ მასთან ერთად მყოფ პირებსაც, ზოგს სამსახურს შეპირდნენ, ზოგსაც ფინანსურ დახმარებას. 

იხილეთ ინტერვიუ სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი