შსს წერს, რომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს | მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

სამართალდამცველებმა განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ა.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, - წერია განცხადებაში.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი