"ის, რაც რუმინეთში მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მოხდა მოლდოვაში და საქართველოშიც," - ამის შესახებ რუმინელი ევროპარლამენტარი ზიგფრიდ მურეშანი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს შეუშალოს ხელი და რომ მნიშვნელოვანია ექსტრემიზმის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ.
"ის, რაც რუმინეთში მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, შეიძლება მოხდეს ყველა ქვეყანაში. ეს მოხდა მოლდოვაში, ეს მოხდა საქართველოში და ეს ყველგან შეიძლება მოხდეს.
რუსეთს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ვიბრძოლოთ ექსტრემიზმის წინააღმდეგ და შევინარჩუნოთ რუმინეთის ევროპული გზა," - წერს ზიგფრიდ მურეშანი.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პრორუსმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა გაიმარჯვა.