"ეს იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეციალური ოპერაცია თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის წინააღმდეგ" | თინა ბოკუჩავამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებს საარჩევნო დარღვევები გააცნო

გამოქვეყნდა:

ეს იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეციალური ოპერაცია თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ მოგიწოდებთ, რომ მხარი დაგვიჭიროთ, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

ეს იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეციალური ოპერაცია თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ მოგიწოდებთ, რომ მხარი დაგვიჭიროთ ამაში. პირველ რიგში ეს იქნებოდა ამ არჩევნების არაღიარება. საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებიც ადგილზე იყვნენ, მათ შორის ISPED -მა, რომელიც დიდი ხანია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობს, პირველად 2003 წლის შემდეგ ვერ მოახერხა პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება, იმდენად ყოვლისმომცველი იყო გაყალბება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან მიმდინარე შეხვედრაზე, ნიკა გვარამიამ და თინა ბოკუჩავამ არჩევნების გაყალბების სიმბოლო, შავი წერტილი, გამოფინეს. 

მანამდე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია შეხვდა პეტრას ავსტრევიჩუსს. საუბრის მთავარი თემა არჩევნები იყო. როგორც ის ამბობს, ახლა მთავარია არაღიარების გაგრძელებაზე მუშაობა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

სტრასბურგში  პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები დაიწყო "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემაც. 

ევროპარლამენტში საუბრობენ იმაზე, რომ ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და რომ დღის წესრიგში დგება პერსონალური სანქციების გამკაცრება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი