"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინ ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ, რომლებიც, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, აქციებს მართავენ.

მანამდე, ქართველმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა ევროპარლამენტში არაერთი შეხვედრა გამართეს. 

მანამდე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია შეხვდა პეტრას ავსტრევიჩუსს. საუბრის მთავარი თემა არჩევნები იყო. როგორც ის ამბობს, ახლა მთავარია არაღიარების გაგრძელებაზე მუშაობა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

სტრასბურგში  პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები დაიწყო "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემაც. 

ევროპარლამენტში საუბრობენ იმაზე, რომ ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და რომ დღის წესრიგში დგება პერსონალური სანქციების გამკაცრება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი