ჯგუფ "დაიტოვეს" თანადამფუძნებელი სასამართლოში დაიბარეს | მარიამ ყაულაშვილს "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში დაურეკეს

გამოქვეყნდა:

 

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც 10 ნოემბერს არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და პროტესტის ფარგლებში სანაპიროზე მოძრაობა გადაკეტეს, სასამართლოში იბარებენ. აქციის მონაწილეებს 174-ე პრიმა მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. ნაწილ მათგან გზის გადაკეტვის ორგანიზებასაც ედავებიან, მათ შორის ჯგუფ "დაიტოვეს" თანადამფუძნებელ მარიამ ყაულაშვილს.

მარიამ ყაულაშვილს მოსამართლე ზვიად ცეკვავას თანაშემწემ "მთავარი არხის" პირდაპირი ეთერის დროს დაურეკა, როდესაც ის გადაცემა "შენ შუადღეში" იყო სტუმრად. მარიამ ყაულაშვილი სასამართლოში 12 დეკემბერს დაიბარეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 174-ე პრიმა მუხლის სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი