
საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურება მხოლოდ ეკონომიკური მოვლენაა არაა. მისი აზრით, მართალია, ეროვნული ვალუტა ამჯერად ზედმეტად გაუფასურებულია, თუმცა საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს "საჭიროზე მეტი რესურსი აქვს ეკონომიკის აღსადგენად".
დიახ, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია, საქართველო მაკროეკონომიკურად ასე თუ ისე ნორმალურ პარამეტრებშია. ბევრი რამე არის ემოციებზე დამოკიდებული. არ დაგვავიწყდეს ზაფხული - როდესაც ვირუსის პირველი ტალღა იყო, მაშინაც მკვეთრად გაუფასურდა ლარი, თუმცა შემდეგ ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს ეკონომიკის სწრაფად აღსადგენად, - თქვა გიორგი გახარიამ
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს ლარი დოლართან 4,35 თეთრით, ევროსთან კი 5,2 თეთრით გაუფასურდა.
ცნობისთვის, 23 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების მიზნით 40 მილიონი დოლარი გაყიდა. გარდა ამისა, შექმნილ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა სებ-ის პრეზიდენტმა. კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ პანდემიისა და არჩევნების შემდეგ, ლარის კურსი "წონასწორულ ნიშნულს" დაუბრუნდება.