არასამთავრობო ორგანიზაციები 28-29 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ პირებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ. არასამთავრობოების ინფორმაციით, დილის 8:00 საათისთვის სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე 16 პირზე შევიდა ინფორმაცია, რომელთაგან 4 საავადმყოფოში იყო 12 კი ჯერ არ იყო იზოლატორში შეყვანილი.
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითგამოცხადებულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა.
დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევა დაიწყეს. სპეცრაზმი მომიტინგეთა წინააღმდეგ იყენებდა წყლის ჭავლსა და სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის.
აქციის გაშუქების დროს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს, ასევე "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებს ელენე ხოშტარიასა და ნანა მალაშხიასაც.