ჩვენი, როგორც მეგორბული ქვეყნის სურვილია მშვიდობა მაქსიალურად იყოს დაცული - თალაკვაძე ყარაბაღზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს, როგორც აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ მეგობრული ერის სურვილია მშვიდობა და სტაბილურობა. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მოგეხსენებათ, ჩვენი რეგიონი გამოწვევებით არის სავსე, სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკა საუკუნეების განმავლობაში რჩება დესტრუქციულად და რეგიონში არა ერთი მიმდინარე კონფლიქტი არსებობს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქ ჩვენი საქართველოს, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ მეგობრული ერის ქვეყნის ამოცანა და სურვილი არის, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ყარაბაღის კონფლიქტს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა საიმინისტრო, რომლემაც მზადყოფნა გამოთქვა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუყწოს კონფლიქიტს დეესკალაციას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 სექტემბერს ყარაბშღი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები განახლდა. მხარეები კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სამხედრო დაპირისპირებას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა. 

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი წლებია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი