სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს.
სომეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ პაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმა წამოიწყო. აზერბაიჯანული მხარე კი ამტკიცებს, რომ მათი ქმედება საპასუხო გზავნილია სომხეთის შეტევაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებებს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა. ამასთან, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
პაშინიანი ამბობს, რომ მომხდარი "აზერბაიჯანის სამხედრო პოლიტიკის ბრალია".
“მყარად დავდგეთ ჩვენს პოზიციაზე, ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდხანს სიცოცხლე სომხურ ჯარს” - დაწერა პრემიერმინისტრმა პაშინიანმა Facebook-გვერდზე.
ცნობისთვის, წელს ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმენთს დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს ივლისში 16 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მაღალჩინოსნები.
ყარაბაღის კონფლიქტის გარდა, გასული წლების ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის 2016 წელს მოხდა, რომელიც 4 დღეს გრძელდებოდა და რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაჯანს შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა და დღემდე მიმდინარეობს.