მზად ვართ ნებისმიერი ფორმით ხელი შევუწყოთ კონლფიქტის დეესკალაციას - საგარეო ყარაბაღზე

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის მორიგ გამწვავებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აკვირდებიან კონფლიქტს, რომელსაც გავრცელებული ცნობებით უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება.

იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას, - წერია განცხადებაში.

საქართველო მოვუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, რომ მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 სექტემბერს ყარაბშღი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები განახლდა. მხარეები კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სამხედრო დაპირისპირებას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა. 

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი წლებია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი