რეგიონში კონფლიქტი სახიფათოა, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ - სესიაშვილი ყარაბაღზე

გამოქვეყნდა:

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტი შეშფოთებას იწვევს და მახარებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო გარემოსთვის ძალიან სახიფათოა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში. ყარაბაღში გუშინ განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობის, სტაბილურობის მხარეს ამ შემთხვევაშიც, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლი შეწყვიტონ და მეტი დრო და ენერგია დაუთმონ მშვიდობიან დიალოგს, - თქვა ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან მშვიდობისთვის მხარეებს თანადგომა გამოუცხადონ.

ყარაბაღის კონფლიქტს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა საიმინისტრო, რომლემაც მზადყოფნა გამოთქვა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუყწოს კონფლიქიტს დეესკალაციას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 სექტემბერს ყარაბშღი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები განახლდა. მხარეები კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სამხედრო დაპირისპირებას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა. 

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი წლებია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი