ზურაბიშვილი ყარაბაღის მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეშფოთებას გამოთქვამს ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო. ის მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს. ამ თემაზე პრეზიდენტმა კომენტარი Twitter-ზე გაავრცელა.

შეშფოთებას გამოვთქვამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებაზე. ჩვენ მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენ რეგონში საერთო საქმე უნდა იყოს, - წერს ზურაბიშვილი.

ყარაბაღის კონფლიქტს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა საიმინისტრო, რომლემაც მზადყოფნა გამოთქვა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუყწოს კონფლიქიტს დეესკალაციას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 სექტემბერს ყარაბშღი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები განახლდა. მხარეები კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სამხედრო დაპირისპირებას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა. 

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი წლებია მიმდინარეობს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი