"გამოვხატე მოლდოვის სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ" | მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ მაია სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა

"ახლახან ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე მოლდოვის სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და ჩემი პირადი აღფრთოვანება მათ გამბედაობაზე, დემოკრატიისა და ევროპული გზის დასაცავად. 

მოლდოველებსა და ქართველებს აქვთ იგივე მისწრაფება მშვიდობიანი, აყვავებული მომავლისკენ ევროკავშირში," - წერს მაია სანდუ. 

ფოტო: არქივი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი