"საქართველო სისხლიანმა ცეცხლმა მოიცვა. ჩვენ ვხედავთ რუსეთის კლასიკურ მცდელობას, შთანთქოს სხვა ერის სუვერენიტეტი, რომელსაც უპირისპირდება ქართული სამოქალაქო საზოგადოების სასტიკი წინააღმდეგობა. საქართველო - ამაყი და ღირსეული ერია, რომელიც ნამდვილად ასეთია - უარს ამბობს რუსეთის წინაშე დაჩოქებაზე. ის უარს ამბობს გახდეს კიდევ ერთი გაღატაკებული, ბანაკის მსგავსი ტერიტორია, რომელსაც გაბოროტებული რუსები მართავენ. ის უარს ამბობს საკუთარი თავისუფლების გაყიდვაზე ან შვილების მომავლის გაცვლაზე გარკვეული პრორუსული ოლიგარქების კორუფციასა და სარგებელზე.
რუსეთი ყოველთვის არის ბოროტების, სისხლისღვრის, ძალადობისა და დამცირების სინონიმი. რუსეთი მუდამ ეყრდნობა კოლაბორატორებს, რომლებიც სწრაფად იყიდებიან და ემორჩილებიან ცდუნებებს. შეიძლება ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა? აბსოლუტურად. შეიძლება მისი დამარცხება? უეჭველად. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ახლა სასოწარკვეთილად იბრძვის თბილისის, რუსთავის და ქუთაისის ცეცხლმოკიდებულ ქუჩებში, საბოლოოდ გაიმარჯვებს. ძალა და მხნეობა შენ, საქართველო"
- წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი X-ზე.